შემოთავაზების ფასები მოცემულია საქართველოს ბანკის American Express, Visa, Mastercard ბარათებისთვის. ფასი სხვა ბარათებისთვის იხილეთ დეტალურ ინფორმაციაში

მომსახურების პირობები
ტერმინთა განმარტება
ვებ–გვერდი
მიმწოდებლის საკუთრებაში არსებული ვებ–გვერდი – www.ideals.ge.
ორგანიზატორი
ვებ–გვერდის ადმინისტრაცია.
მყიდველი
ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც ვებ–გვერდის მეშვეობით შეიძენს პროდუქტს.
გამყიდველი
ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ვებ–გვერდზე განთავსებული პროდუქტის მესაკუთრეს.
პროდუქტი
ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული სარეალიზაციო საქონელი(როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე)ან/და მომსახურება.
ინდივიდუალური შეთავაზება
გარემოება, როდესაც მყიდველის მიერ გარკვეული რაოდენობის პროდუქტის შეძენა შესაძლებელია კონკრეტული ვადის გასვლამდე.
ჯგუფური შეთავაზება
გარემოება, როდესაც მყიდველის მიერ პროდუქტის შესაძენად აუცილებელია გარკვეული რაოდენობის მყიდველთა შეგროვება კონკრეტული ვადის გასვლამდე.
კოდი
მყიდველის მიერ პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, ორგანიზატორის მიერ მყიდველისათვის გადაცემული უნიკალური კოდი.
www.ideals.ge – ს სავალდებულო პირობები
1. ვებ–გვერდზე განთავსებული პროდუქტის შეძენა შესაძლებელია შემდეგი სახეობის საერთაშორისო პლასტიკური ბარათებით: Visa, MasterCard, American Express.
2. პროდუქტის გაყიდვა იწარმოებს 2 პრინციპით:
2.1. მოსწრების პრინციპი (ცხელი შეთავაზება - hot deal);
2.2. შეკრების პრინციპი (ჯგუფური შეთავაზება - group deal);
3. ანგარიშსწორების პრინციპი:
3.1. ცხელი შეთავაზების დროს, პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, მყიდველის საბანკო ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, თანხა მაშინვე ჩამოიჭრება და პროდუქტი ითვლება შეძენილად.
3.2. ჯგუფური შეთავაზების დროს პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, მყიდველის საბანკო ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, თანხა მაშინვე არ ჩამოიჭრება, არამედ, დაიჯავშნება ავტომატურად პროდუქტის ვებ–გვერდზე განთავსებული ფასის ღირებულებაზე. მყიდველთა საკმარისი რაოდენობის შეკრების შემთხვევაში, გარიგება შევა ძალაში და მყიდველთა საბანკო ანგარიშებიდან მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოიჭრება თანხა, რის შემდეგაც პროდუქტი ითვლება შეძენილად.
4. პროდუქტის შეძენა და გარიგების იდენტიფიკაცია.
4.1. მყიდველი გარიგების დადასტურების/გაუქმების თაობაზე ინფორმაციას მიიღებს ელექტრონული ფოსტით და პირად კაბინეტში. ხოლო გარიგების ძალაში შესვლის შემთვევაში, მყიდველი მიიღებს უნიკალურ საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის გამყიდველთან წარდგენისას, მიიღებს შეძენილ პროდუქტს. ამასთან, ყოველი კონკრეტული კოდი მოქმედია გარკვეული ვადის მანძილზე, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსებული იქნება ვებ–გვერდზე და აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, გამყიდველისაგან პროდუქტის ვერ მიღების შემთხვევაში, ორგანიზატორი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან და მყიდველმა უნდა მიმართოს უშუალოდ გამყიდველს.
4.2. ორგანიზატორი უფლებამოსილია, ერთი მყიდველისათვის ან/და ერთი ბარათისათვის დააწესოს ერთი და იგივე პროდუქტის შეძენის მაქსიმალური ლიმიტი, რის შესახებაც ინფორმაციას მყიდველი მიიღებს ვებ–გვერდის მეშვეობით.
4.3. ორგანიზატორი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, გარკვეული აქციის ფარგლებში, გამყიდველის მიერ წარმოდგენილი სარეალიზაციო პროდუქტის ღირებულების ნაწილი მყიდველის ნაცვლად გადაუხადოს გამყიდველს (რის შესახებაც ინფორმაციას მყიდველი წინასწარ მიიღებს ვებ–გვერდის მეშვეობით) და უზრუნველყოს აღნიშნული ქმედების შედეგად, მყიდველისათვის წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების ადმინისტრირება.
4.4. მყიდველი ადასტურებს, რომ მის მიერ, ჯგუფური შეთავაზების დროს ვებ–გვერდის მეშვეობით პროდუქტის შეძენის სურვილის დაფიქსირება წარმოადგენს პირობით ნასყიდობას მყიდველსა და გამყიდველს შორის, რომლის ძალაში შესვლაც დამოკიდებულია გარკვეულ პირობაზე, კერძოდ, შეკრების პრინციპისათვის მყიდველთა სავალდებულო მინიმუმის შეგროვებაზე კონკრეტულ ვადაში.
5. ორგანიზატორის პასუხისმგებლობის ფარგლები.
5.1. ორგანიზატორი პასუხს არ აგებს პროდუქტთან (მათ შორის მის ხარისხზე, ოდენობაზე და ა.შ.) და გამყიდველის მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნული საკითხებთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიის ან/და შეკითხვის შემთხვევაში მყიდველმა უნდა მიმართოს უშუალოდ გამყიდველს.
6. კონფიდენციალურობა.
6.1. ორგანიზატორი იღებს ვალდებულებას დაიცვას მყიდველის პირადი ინფორმაცია მესამე პირთა ხელყოფისაგან და არ გადასცეს ის მესამე პირებს მყიდველის თანხმობის გარეშე.
6.2. აღნიშნული პირობების 6.1. პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ შეეხება ისეთ ინფორმაციას, რომლის მესამე პირებისათვის გადაცემა ხდება მყიდველისათვის რაიმე შეღავათის თუ სიახლის შეთავაზების მიზნით, როგორც ორგანიზატორის, ისე მესამე პირების მიერ.“
7. ორგანიზატორის უფლებამოსილება
7.1. ორგანიზატორი უფლებამოსილია, მიაწოდოს მყიდველს ინფორმაცია (ორგანიზატორისათვის მისაღები ფორმით) როგორც საკუთარი, ისე ნებისმიერი მესამე პირის მიერ მყიდველისათვის შეთავაზებული ნებისმიერი სიახლის შესახებ.