შემოთავაზების ფასები მოცემულია საქართველოს ბანკის American Express, Visa, Mastercard ბარათებისთვის. ფასი სხვა ბარათებისთვის იხილეთ დეტალურ ინფორმაციაში

როგორ მუშაობს?
კვირაში რამდენჯერმე iDeals.ge-ზე ჩვენ წარმოგიდგენთ ორი ტიპის შემოთავაზებას: „ინდივიდუალურს“ და „ჯგუფურს“.
ინდივიდუალური შეთავაზებები:
განსაკუთრებული პრომოაქციები, როდესაც ინდივიდუალურად შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი პროდუქტი თუ მომსახურება. აქ არ არის განსაზღვრული მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა იმისათვის, რომ შედგეს შეთავაზება – იპოვეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი „ინდივიდუალურ შეთავაზებებში“? ისარგებლეთ გრანდიოზული ფასდაკლებით, გადაიხადეთ და სასურველი ნივთი თუ მომსახურება თქვენია.
ჯგუფური შეთავაზებები:
ამ შემთხვევაში, აუცილებელია შეგროვდეს შეთავაზებაში მითითებული მომხმარებლების მინიმალური რაოდენობა, რათა შედგეს შეთავაზება. მოგწონთ შეთავაზება? გაუზიარეთ იგი მეგობრებს/ნაცნობებს და როგორც კი შეთავაზებაში დასახელებული მსურველთა საჭირო რაოდენობა შეგროვდება, თანხის გადახდის შემდეგ, სასურველი ნივთი თუ მომსახურება თქვენი გახდება.

საქონლის/მომსახურების შესაძენად ანგარიშსწორება ხდება პირდაპირ ვებგვერდზე, პლასტიკური ბარათების საშუალებით. შენაძენის დასამოწმებლად, თქვენ მიიღებთ სპეციალურ კოდს, თქვენს „პირად კაბინეტში“ და ელფოსტაზე. მიღებულ სპეციალურ კოდს, პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად (პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი), წარადგენთ შესაბამის სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში და მიიღებთ შენაძენს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ კითხვა/პასუხის ბმული.