შემოთავაზების ფასები მოცემულია საქართველოს ბანკის American Express, Visa, Mastercard ბარათებისთვის. ფასი სხვა ბარათებისთვის იხილეთ დეტალურ ინფორმაციაში

რას ნიშნავს ჯფუგური შეთავაზებები და ინდივიდუალური შეთავაზებები?
ჯგუფური შეთავაზებისას აუცილებელია შეგროვდეს მყიდველთა წინასწარ განსაზღვრული მინიმალური რაოდენობა, რათა შედგეს შეთვაზება. ინდივიდუალური შეთავაზებისას არ არის საჭირო დაელოდოთ სხვა მონაწილეებს; თუ შეთავაზება მოგწონთ, დააჭირეთ ღილაკს „შეძენა“ და სასურველი პროდუქტი/სერვისი თქვენი გახდება.
როგორ მივიღო ყველაზე დაბალი ფასი და ყველაზე დიდი სარგებელი?
იმისათვის, რომ ისარგებლოთ შეთავაზების ყველაზე დაბალი ფასით, გადახდა უნდა განახორციელოთ „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი პლასტიკური ან American Express საკრედიტო ბარათით.
როგორ შევიძინო შემოთავაზება?
შეთავაზების შესაძენად, პირველ რიგში აუცილებელია დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე – დააჭირეთ ღილაკს „შესვლა“ და ველში “ფიზიკური პირი“ შეავსეთ წარმოდგენილი ველები ან, თუ გაქვთ Facebook-ის ანგარიში, დააჭირეთ ღილაკს „Facebook შესვლა“ . ამის შემდეგ გადადით თქვენთვის სასურველი შეთავაზების დეტალებზე და დააჭირეთ ღილაკს „შეძენა“. აირჩიეთ გადახდის თქვენთვის ხელსაყრელი გზა, რის შემდეგაც თქვენ გადახვალთ გადახდის გვერდზე. მოცემულ ველებში შეიყვანეთ პლასტიკური ბარათის ნომერი, CVV კოდი , პაროლი და დააჭირეთ ღილაკს „გადახდა“. თქვენს პირად კაბინეტში და ელფოსტაზე მოგივათ შეძენის დამადასტურებელი შეტყობინება.
თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც შეიძლება შეთავაზებებით სარგებლობა?
დიახ, თუ შეთავაზების წარმომდგენ კომპანიას აქვს ფილიალი თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც. ყოველ შეთავაზებაზე მითითებული იქნება მისამართები, სადაც შეძლებთ მომსახურების მიღებას.
როდის ჩამომეჭრება თანხა ანგარიშიდან?
ჯგუფური შეთავაზების შემთხვევაში, გადახდისას თანხა დაიბლოკება თქვენს ანგარიშზე და ჩამოიჭრება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეგროვდება მყიდველთა მინიმალური რაოდენობა. ინდივიდუალური შეთავაზების შემთხვევაში, თანხა ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ გადახდისთანავე.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მყიდველთა მინიმალური რაოდენობა არ შეგროვდა?
იმ შემთხვევაში, თუ არ შეგროვდა მყიდველთა მინიმალური რაოდენობა, თანხა თქვენს ბარათზე ავტომატურად განიბლოკება და იგი კვლავ ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის.
შემიძლია თუ არა შევიძინო ერთი და იგივე შემოთავაზების რამოდენიმე ვაუჩერი?
დიახ, თუკი შეთავაზების პირობებში სხვაგვარად არ არის მითითებული.
როდის მივიღებ უნიკალურ კოდს?
ინდივიდუალური შეთავაზებებისას, კოდს მიიღებთ შეთავაზების შეძენისთანავე. ჯგუფური შეთავაზებისას უნიკალურ კოდს მიიღებთ მას შემდეგ, რაც შეგროვდება მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა, ანუ შედგება შეთავაზება.
ვაუჩერით სარგებლობა მხოლოდ მე შემიძლია, თუ შეიძლება მისი მესამე პირისთვის გადაცემა?
შეძენილი ვაუჩერი შეგიძლიათ გადასცეთ ნებისმიერ პირს, ვინც გინდათ რომ ისარგებლოს შეთავაზებით.
შეძენილი ვაუჩერის გამოყენება მაშინვე შემიძლია? რამდენი ხანი აქვს ვაუჩერს ვადა?
შეძენილი ვაუჩერის გამოყენების ვადები მითითებული იქნება თითოეული შეთავაზების პირობებში ინდივიდუალურად. ვაუჩერების გამოყენების ვადა სხვადასხვაა.
მჭირდება თუ არა წინასწარ დროის შეთანხმება მომწოდებელთან?
დიახ, თუ შეთავაზების პირობებში იქნება მითითებული. მომწოდებელთან დროის შეთანხმება საჭიროა იმისათვის, რომ სწრაფად და შეუფერხებლად გაგეწიოთ მომსახურება და არ მოგიწიოთ რიგში დგომა.
თუ ვერ მივიღე პროდუქტი/სერვისი, ვინ ამინაზღაურებს თანხას?
ideals.ge არის შუამავალი თქვენსა და მომწოდებელს შორის. შეთავაზების მოწოდებაზე პასუხისმგებელი არის მთლიანად მომწოდებელი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ რაიმე მიზეზით ვერ მიიღებთ შეძენილ შეთავაზებას, თანხა უნდა აგინაზღაუროთ მომწოდებელმა.
როგორ გავაკეთო ონლაინ განვადება?
აირჩიეთ შეთავაზებაზე მითითებული ღილაკი „ონლაინ განვადება“, რომელიც გადაგიყვანთ განვადების გვერდზე, შეავსეთ განაცხადის ველები და დაელოდეთ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების შესახებთ მიიღებთ SMS-ს 15 წუთის განმავლობაში.
რას ნიშნავს საქართველოს ბანკის/American Express ფასი და ფასი სხვა ბარათებისთვის?
საქართველოს ბანკის/American Express ფასი არის თანხა, რაც დაგიჯდებათ პროდუქტი/სერვისი „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი პლასტიკური ან American Express საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში. ფასი სხვა ბარათებისთვის არის ღირებულება, რისი გადახდაც მოგიწევთ ნებისმიერი სხვა ბარათით ანგარიშსწორებისას.
როგორ ავიღო „საქართველოს ბანკის“ ან American Express ბარათი?
საქართველოს ბანკის“ ან American Express ბარათის ასაღებად, შეგიძლიათ მიბრძანდეთ„საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ სერვისცენტრში ან შეუკვეთოთ ბარათი საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვისა და შეკითხვებისთვის დარეკეთ: 2 444 444. ბარათების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.sb.ge და www.amex.ge; სერვისცენტრების ჩამონათვალი იხილეთ: www.sb.ge
როგორ გავეცნობი ახალ შემოთავაზებებს? საიდან გავიგებ სიახლეებს?
შემოთავაზებების ნახვა და სიახლეების გაცნობა შესაძლებელია სამი გზით: ა) ჩვენს ვებგვერდზე დარეგისტრირებით – მითითებულ ელფოსტაზე თქვენ მიიღებთ შემოთავაზებებს გამოქვეყნებისთანავე; ბ) ჩვენს ვებ გვერდზე და გ) ჩვენს Facebook გვერდზე.
რა არის პირადი კაბინეტი?
ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ,თქვენ შეგეძლებათ ისარგებლოთ თქვენი პირადი კაბინეტით, სადაც მიიღებთ თქვენს მიერ შეძენილი შეთავაზებების უნიკალურ კოდებს, ვაუჩერებს, ასევე ინფორმაციას შეთვაზების სტატუსების შესახებ. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ თქვენთვის.
გადახდის რა საშუალებებით შემიძლია ვისარგებლო?
გადახდა შესაძლებელია მხოლოდ პლასტიკური ბარათის საშუალებით.
როგორ გავიგებ, თუ შეთავაზება წარმატებით დასრულდება?
შეტყობინებას შეთავაზების სტატუსის შესახებ თქვენ მიიღებთ პირად კაბინეტში, ელფოსტაზე და SMS-ს მობილურ ტელეფონზე.
შემიძლია თუ არა შემოთავაზებაზე უარის თქმა მას მერე რაც შევიძინე იგი?
შემოთავაზებაზე უარის თქმა შეგიძლიათ მანამ, სანამ დააჭერთ ღილაკს „გადახდა“.
რას ნიშნავს უნიკალური კოდი?
უნიკალური კოდი არის ციფრების და ლათინური ასოების კომბინაცია, რომელიც გენერირდება ავტომატურად, შეთავაზების შეძენისას, ან მისი ძალაში შესვლისას (ჯგუფური შეთავაზების შემთხვევაში). მხოლოდ ამ კოდის და პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე შეძლებთ მიიღოთ მომწოდებლისგან შეძენილი შეთავაზება.
სად უნდა ვნახო მიღებული კოდი და ვაუჩერი?
კოდი და ვაუჩერი შეგიძლიათ იხილოთ როგორც ვებგვერდზე – თქვენს პირად კაბინეტში, ასევე ელ.ფოსტითა და SMS-ით.
როგორ მივიღო შეძენილი პროდუქტი/მომსახურება?
შეძენილი პროდუქტის/მომსახურების მისაღებად, აუცილებელია პირობების შესაბამისად მომწოდებლის ობიექტში ან ადგილზე წარადგინოთ პირადობის მოწმობა და მასთან ერთად თქვენს მიერ მიღებული უნიკალური კოდი ნებისმიერი ფორმით, ამობეჭდილი ვაუჩერი, ან SMS კოდი. თუ სხვა პირი მივა პროდუქტის/მომსახურების მისაღებად, კოდთან ერთად უნდა წარადგინოს თვისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
მივიღებ თუ არა პროდუქტს თუ ვაუჩერს ვადა გაუვიდა?
ვაუჩერების გამოყენების ვადების შესახებ თქვენ წინასწარ იქნებით ინფორმირებული. თუ ვერ მოასწარით მითითებულ პერიოდში პროდუქტის მიღება, ვადის გასვლის შემდეგ ვეღარ მიიღებთ მას და თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ.
შემიძლია ვაუჩერის სხვა რაიმე სახის ფასდაკლებასთან ან შეთავაზებასთან ერთად გამოყენება?
დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომწოდებელი გააკეთებს ამგვარ გამონაკლისს.
ვინ არის პასუხისმგებელი შეთავაზებული პროდუქტის ხარისხზე?
ideals.ge არის შუამავალი თქვენსა და მომწოდებელს შორის. ამიტომ შეთავაზებული პროდუქტის/სერვისის ხარისხზე პასუხსმგებელი არის მთლიანად მომწოდებელი.
როგორ შევიძინო ადგილზე მიტანის სერვისი?
შებრძანდით კაბინეტში, სადაც ნახავთ შეძენილ შეთავაზებებს. აირჩიეთ ღილაკი „ადგილზე მიტანა“ და შეავსეთ შესაბამისი ველები. შეძენილი პროდუქტის ადგილზე მიტანა ხორციელდება 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში.